2 ოქტომბერს, Hard Rock Café-ში არქიტექტორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „დიო“-ს არქიტექტორთა კლუბის ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო საღამოს კლუბის წევრი არქიტექტორები და დიზაინერები დაესწრნენ.
ღონისძიება B2B ფორმატში გაიმართა და მოსულ არქიტექტორებს საშუალება ჰქონდათ მიმდინარე პროექტები, ნახაზები, ,,დიო''-ს წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ, კონსულტაცია და მათთვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტის გაყიდვების მენეჯერისგან მიეღოთ. შეხვედრის დროს მათ მიმდიარე პროექტებზე ,,დიო''-სთან ერთობლივი თანამშრომლობაც დაიგეგმა.
ღონისძიების დასასრულს „დიო“-ში მიმდინარე სიახლეებისა და ახალი პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. ამიერიდან არქიტექტორებს პროექტებში ,,დიო''-ს ახალი ექსკლუზიური პროდუქტების შეტანა თამამად შეეძლებათ.
არქიტექტორთა კლუბის მიზანია კომპანია „დიოს“ ირგვლივ გავაერთიანოთ ყველა წამყვანი და აქტიური არქიტექტორი, რათა შევძლოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პირველებს მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ, მოვისმინოთ თქვენგან რჩევები და ერთად ვიმუშავოთ საინტერესო პროექტებზე.
კომპანია ,,დიო'' კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა არქიტექტორს პროფესიულ დღეს.