Logo
სიახლეები
მედია
„დიო“-ს ახალი პროდუქტით, ავტომობილის სალონის ტიხარით ტაქსის გამოძახების სერვისი „მაქსიმი“ დაინტერესდა და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„დიო“-ს ახალი პროდუქტით, ავტომობილის სალონის ტიხარით ტაქსის გამოძახების სერვისი „მაქსიმი“ დაინტერესდა და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო კომპანია ,,დიო''-მ ავტომობილით მოსარგებლეთათვის  ახალი პროდუქტი - ავტომობილის სალონის საიზოლაციო ფარდა-ტიხარი შეიმუშავა, რომელიც პოტენციურად საშიში ვირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  

„საიზოლაციო ფარდა-ტიხარი განსაკუთრებით აუცილებელი, ეფექტური და მოსახერხებელია ტაქსებისათვის. ეს პროდუქტი ხელს შეუწყობს ავტომობილის შუა სივრცის სრულ და გამჭვირვალე იზოლირებას და ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადაცემის შეჩერებას. მისი მონტაჟი და დემონტაჟი შესაძლებელია ავტომობილის სალონის დაუზიანებლად. ფარდა-ტიხარის შუა ნაწილში  სპეციალური ჭრილის  მეშვეობით შესაძლებელია მძღოლთან  ფულის / ბარათის  გადაწოდება.“ - აღნიშნავენ კომპანია ,,დიო’’-ში. 

ამ ინიციატივას უკვე ტაქსის გამოძახების სერვისი „მაქსიმი“ გამოეხმაურა.  ,,დიო’’-სა და ტაქსების კომპანია ,,მაქსიმს’’ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიის მძღოლები ინფორმირებული არიან პროდუქტის  მრავალჯერადი გამოყენებისა და მარტივი დეზინფექიციის შესახებ.  სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით  ყველა მძღოლს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ტაქსისთვის არსებული პროდუქტი შეუკვეთოს და  როგორც საკუთარ, ისე მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

,,დიო’’ მზადაა მოემსახუროს ყველა მსურველ ტაქსის კომპანიას.

ფასი სედანის ტიპის ავტომობილისთვის არის 72 ლარი.  ჯიპის ტიპის ავტომობილისთვის  117 ₾ ღირს.

,,დიო’’-ს მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რათა იზრუნონ მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა.

16
აპრ
2020
phone