Logo
სიახლეები
მედია
ცოდნის სამკუთხედი ევროპულ კონტექსტში!

ცოდნის სამკუთხედი ევროპულ კონტექსტში!

,,უმაღლესი განათლება, კვლევა და ბიზნესი - დასაქმებისა და განვითარებისათვის!"

მიმდინარე წლის 13 თებერვალს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია - ,,უმაღლესი განათლება – კვლევა და ბიზნესი – დასაქმებისა და განვითარებისათვის".
პროექტი უზრუნველყოფს ,,ცოდნის სამკუთხედის" მხარეებს – უმაღლეს განათლებას, კვლევასა და ბიზნესს შორის რეალურ და ეფექტურ კავშირს, რაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული განათლების სისტემის ერთ–ერთი გამოწვევაა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტთა ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობას, კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და პოპულარიზაციას, ბიზნეს სექტორთან რეალური და კომპლექსური, ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა ბ-მა. ნოდარ ხადურმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ ბ-მა. თემურ მაისურაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ბ-მა. ნუგზარ ჩიტაიამ, შპს ,,ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა ბ-მა.ნოდარ გიორგაძემ, შპს ,,დიოს“ აღმასრულებელმა დირექტრომა ბ-მა. თამაზ დაუშვილმა.
შპს ,,ჯინო ფერედაისთან" (ინვესტორი კომპანია) ერთად პროექტში ღებულობს მონაწილეობას სს ,,ლომისი" (საერთაშორიო კომპანია) და შპს ,,დიო" (ქართული კომპანია).
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ხელმოწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული კომპანიები სასწავლო და კვლევით საქმიანობაში უშუალოდ იქნებიან ჩართული არა მხოლოდ იმისთვის, რომ პრაქტიკის შესაძლებლობა ჰქონდეთ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ისინი თავიანთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს შექმნიან ბიზნესის დაკვეთით, მათი ინტერესების გათვალისწინებით. სტუდენტების წარმატებული კვლევის შედეგები მომავალში დაინერგება პრაქტიკაში სწორედ აღნიშნული კომპანიების ბაზაზე და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას.

19
თებ
2015
phone