Logo
სიახლეები
მედია
„დიო“ „დასაქმების ფორუმი 2022“-ის მონაწილეა!

„დიო“ „დასაქმების ფორუმი 2022“-ის მონაწილეა!

კომპანია „დიო“-მ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“  გამართულ „მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის ფორუმში“ მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიებაზე 30-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზეს, როგორებიცაა მენეჯერული და საშუალო რგოლის პოზიციებზე არსებული ვაკანსიები, ასევე შესაძლებლობები კვლევითი საქმიანობითა თუ სტაჟირებით დაინტერესებული პირებისთვის.

„დასაქმების ფორუმში მონაწილეობას თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყოველთვის ვუერთდებით. წელსაც საკმაოდ საინტერესო ვაკანსიები შევთავაზეთ კანდიდატებს. (იმპორტის სპეციალისტი; სამოტაჟო ჯგუფის ექსპერტი“ ა.შ.) დაინტერესებულ აპლიკანტებს პირდაპირი კომუნიკაციის გზით სამუშაო გარემოსა და პირობების შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ და რამდენიმე რეზიუმე განსახილველად მოვინიშნეთ. ვფიქრობთ შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება ჩვენი და დასაქმების მსურველთა სამომავლო თანამშრომლობა.“ - აცხადებს კომპანია „დიოს“ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი თამარ ხვთისიაშვილი.

შეგახსენებთ, დასაქმების ფორუმი უნიკალური, პირდაპირი შესაძლებლობაა სამსახურის მაძიებელთათვის, კომპანია „დიო“ კი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობს მუდმივად სიამოვნებით იღებს.

29
დეკ
2022
phone