Logo
სიახლეები
მედია
„დიო’’ არქიტექტურული პრემია 2019-ის მხარდამჭერია!

„დიო’’ არქიტექტურული პრემია 2019-ის მხარდამჭერია!

 2019 წლის 15 დეკემბერს, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace’’-ის საპრეზენტაციო დარბაზში რიგით მე-14 საერთაშორისო კონკურსი: არქიტექტურული პრემია 2019’’ ჩატარდა, სადაც საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრები იქნა გამოვლენილი.

   კომპანია „დიო’’-მ ნომინაციაში: „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი’’ გამარჯვებული პროექტის: „საცხოვრებელი კომპლექსი VURGUN RESIDENCE’’-ის ავტორი: კამალ მუსაჰანოვი  და  „ბლოკირებული ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები’’-ს ავტორი: დავით მახარობლიშვილი დააჯილდოვა. 

    „დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა: ირმა დაუშვილმა, გამარჯვებულებს საჩუქრები და 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადასცა.

    ამავე ღონისძიებაზე სახალისო ვიქტორინაში გამარჯვებულებს „დიო’’-სგან პრიზები გადაეცათ.

   „დიო ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებებს’’-აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი: ირმა დაუშვილი.

    შეგახსენებთ, რომ კომპანია „დიო’’ მომხმარებელს სთავაზობს 70-მდე დასახელების პროდუქციას, არქიტექტორებს კი საშუალება აქვთ სწორედ ამ პროდუქტების გამოყენებით ინტერიერისა და ექსტერიერის საინტერესო პროექტები შეადგინონ.

16
დეკ
2019
phone