Logo
სიახლეები
მედია
რა ღონისძიებები ტარდება კომპანია ,,დიო’’-ში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის

რა ღონისძიებები ტარდება კომპანია ,,დიო’’-ში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის

ქვეყანაში განვითარებული რთული მოვლენების მიუხედავად, ,,დიო’’-ს ფილილები და საწარმო საგანგებო რეჟიმში კვლავ განაგრძობს მუშაობას. კომპანია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ვირუსის საქართველოში დაფიქსირების დღიდანვე მკაცრად ითვალისწინებს და  როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. 

ახალი ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მიზნით, ფრონტზე მომუშავე თანამშრომლები: ექსპერტ-კონსულტანტები, ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წარმომადგენლები ობიექტების მიხედვით სპეციალური აღჭურვილობით მუშაობენ. ამასთანავე, თითოეულ მისამართზე შესვლისა და გამოსვლის დროს ხელებს ხსნარით იმუშავებენ, იცავენ რეკომენდირებულ დისტანციას და აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

  „თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ,,დიო’’-ში სათანადო ზომები მივიღეთ, დეზინფექცია რეგულარულად ტარდება, პრევენციის რეკომენდაციები სამუშაო სივრცეებში თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. რამდენიმეჯერ ხდება დღის განმავლობაში კარის სახელურებისა და  თანამშრომლების პირადი ნივთების გაწმენდა, ხელმისაწვდომია ანტისეპტიკური საშუალებები. თანამშრომლები, რომელებიც მიეკუთვნებიან პირველ რისკ ჯგუფს დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადავიდნენ, ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წარმომადგენლები მაქსიმალური ჰიგიენის დაცვითა და სპეციალური აღჭურვილობით ცხადდებიან ობიექტებზე, რესპირატორული ჰიგიენის ნორმები მკაცრად არის დაცული და პრევენციული ღონისძიებების პრინციპები ნათლად გვაქვს  განსაზღვრული!

 გვჯერა, ამ ვირუსთან ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ვიაზრებთ ჩვენ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც კოლეგების, ისე საზოგადოების წინაშე და ვცდილობთ როგორც კომპანიის შიდა სივრცეში, ისე მის გარეთ ვირუსის გავრცელების რისკები მაქსიმალურად შევამციროთ’’- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

ასევე ჩვენი ექსპერტ კონსულტანტები შოუ რუმში მოსულ დამკვეთს სპეციალური სახის დამცავი ფარით მასპინძლობენ და ყოველი ვიზიტის დასრულების შემდგომ სამუშაო სივრცესა და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.

პრევენციის მიზნით, კომპანია „დიო“-ს ოფისები, საწარმო, სასაწყობე სივრცე და სადისტრიბუციო ტრასპორტი სადეზინფექციო სამუშაოებით სისტემატიურად მუშავდება.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ "დიო"-ს გუნდს, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა.

ერთად დგომით შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

17
მარ
2020
phone