14 დეკემბერს კომპანია ‘’დიო’’-ში მსოფლიოში წამყვანი შპალერების მწარმოებელი კომპანია „Vitrulan”-ის წარმომადგენლის Krzysztof Figura-ს მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც არქიტექტორები, დიზაინერები და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასტერკლასზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ახალი პროდუქცია SYSTEXX comfort V16 და ,,ვიტრულანი''-ს შპალერის გაკვრის უახლესს ტექნოლოგიას გაცნობოდნენ.
კომპანია ,,დიო’’-მ გერმანულ კომპანია „Vitrulan”-თან დაიწყო თანამშრომლობა და ექსკლუზიურად ახალი პროდუქცია შემოიტანა, რომელიც ინოვაციაა შპალერების სფეროში. მას არ სჭირდება ზედმეტი წებო და დროის ხარჯვა, პირდაპირ დაგრუნტულ ზედაპირზე ეკრობა, არის ეკოლოგიურად სუფთა და ხელს უწყობს ოთახში სითბოს შენარჩუნებას. უახლესი შპალერები მოკლე დროში მეტი კომპფორტის მისაღებად იდეალური და სწრაფი გადაწყვეტილებაა.
,,Vitrulan” გერმანული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1896 წლიდან გამოჩნდა და დღეს მსოფლიოში წამყვანი შპალერების მწარმოებელი კომპანია.