Logo
სიახლეები
მედია
საახალწლო ფოტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ‘’დიო’’-ში

საახალწლო ფოტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ‘’დიო’’-ში

8 თებერვალს ‘’დიო’’-ს შოურუმში საახალწლო ფოტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ‘’დიო’’-სგან 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გიორგი მესხს გადაეცა, რომელიც ხალხის სიმპატია გახდა. მისმა ფოტომ facebook-ზე ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა და 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ‘’დიო’’-ს რჩეულს ნათია გოგობერიშვილს გადაეცა. 

კონკურსში მონაწილეობა სულ 29 კონკურსანტმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ‘’დიო’’-მ კონკურსი 4 დეკემბერს დაიწყო და მომხარებლებს საახალწლო დეკორაციებით ორიგინალურად გაფორმებული ფანჯრის ფოტო Facebook-ზე უნდა გამოეგზავნათ, გამოვლინდებოდა ორი გამარჯვებული: ყველაზე მეტი მოწონების მქონე და ‘’დიო’’-ს რჩეული.

‘’დიო’’ კვლავ ჩაატარებს მსგავს კონკურსებს ჩვენი ერთგული მომხარებლებისთვის.

08
თებ
2019
phone