22-26 სექტემბერს ‘’დიო’’-ს მხარდაჭერით თბილისში ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD 2018 გაიმართა, რომელიც გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას.
ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს გაცნობოდნენ, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავდა. პროექტის ფარგლებში იყო დისკუსიები, ქეისების განხილვა და მონაწილეებს შორის რეალური გამოცდილების გაზიარება.
პროექტის ფარგლებში ფრენსის ფუკუიამას წიგნის ,,იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის’’ პრეზენტაციაც გაიმართა.
‘’დიო’’ მხარს უჭერს განათლების სისტემის განვითარებას და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას.