2024 წლის 21 მაისს, #169 სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტის „სწორი არჩევანი წარმატებული მომავლის საწინდარია“ შეჯამება. აღნიშნული პროექტი 2023 წელს გამართულ სკოლა-ბიზნეს ფორუმზე „დიო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შეარჩია და დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ თბილისში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებს, გაეცნენ მათ საგანმანათლებლო პროექტებს, აიმაღლეს ცნობიერება პროფესიული განათლების კუთხით და შეარჩიეს სამომავლო პროფესიები. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა „დიო“-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი, სადაც მან წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და სურვილი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, მოიწვია მოსწავლეები კომპანიაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მათ დაათვალიერეს „დიო“-ს საწარმო და გაატარეს დრო კოლექტივთან ერთად.
კომპანია „დიო“ მუდმივად ცდილობს ახალგაზრდების ხელშეწყობას და ერთვება მსგავს საინტერესო და პროდუქტიულ პროექტებში. სამომავლოდ არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად.