Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!

კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!

   პირველად საქართველოში! კომპანია „დიო“-მ პერგოლის ადგილობრივი წარმოება დაიწყო!

   როგორ გადავხუროთ და გავხადოთ წელიწადის ოთხივე სეზონზე  ტერასები, აივნები თუ  სხვა ღია სივრცეები გამოყენებადი - ამ კითხვას ,,დიო’’-ს პერგოლა იდეალურად პასუხობს.

   კომპანიამ იმპორტირებული პერგოლა პირველად მომხმარებელს 6 წლის წინ შესთავაზა. პროდუქტის პოპულარობა, მასზე ინტერესი და მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, შესაბამისად ,,დიო’’-ში გადაწვეტილება მიიღეს ამ კუთხით ინვესტიცია განეხორციელებინათ, რადგან ადგილობრივი წარმოების საშუალებით საგრძნობლად მცირდება მოწოდების პერიოდი და პროდუქტის ფასი. ახლა უკვე დამკვეთს კიდევ უფრო ნაკლებ ფასთან ერთად მოკლე დროში  აქვს  შესაძლებლობა მიიღოს პერგოლა და  დატკბეს ბუნებასთან მეტი სიახლოვით.

   პერგოლა - მოძრავი გადახურვის ინოვაციური, მდგრადი კონსტრუქციაა. უმაღლესი ხარისხის, ტრენდული და ავტომატური პერგოლის ქვეშ ტერასაზე ტკბობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. მისი სპეციალური განათება რომანტიულ ატმოსფეროს ქმნის ვერანდებზე. მართვა კი როგორც პულტით, ასევე "სმარტფონები“- ს მეშვეობით არის შესაძლებელი.

  ,,მუდმივად ვუსმენთ  მომხმარებელს, მათი სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გვაქვს ეს არაჩვეულებრივი სიახლე. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა,  პირველად საქარველოში ადგილობრივი წარმოების პერგოლის შეთავაზებას ,,დიო’’ ახდენს. ამ პროდუქტს ბედნიერების 4 სეზონი დავარქვით. მდგრადი კონსტრუქცია ნამდვილად ყველანაირ კლიმატურ პირობებზეა გათვლილი და  წელიწადის ოთხივე სეზონზე - როგორც ქარისგან, ასე წვიმის, თოვლისა და მზისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება კაფე-ბარებში, რესტორნებში, სახლისა და აგარაკის ტერასებზე, აუზებსა და ვერანდებზე ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

   მოგეხსენებათ,  წარმოებაში  უმაღლესი ხარისხის საკომპლექტაციო მასალებს ვიყენებთ, ყველაფერი ევროპულ მანქანა დანადგარებზე ეწყობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტალაცია, რომელსაც გადამზადებული და მაღალი კვალიფიკაციის სამონტაჟო სამსახური ახორციელებს. არქიტექტორებს, დიზაინერებს, ჰორეკა სექტორის წარმომადგენელებსა და კერძო დამკვეთებს  პროდუქტის საუკეთესო ღირებულებას ვთავაზობთ, რათა საქართველოში წარმოებული - პერგოლის მეშვეობით დახვეწილი დიზაინის შექმნა შესძლონ!’’ - აცხადებენ კომპანია ,,დიო’’-ში.

     როგორც თბილისში ასევე რეგიონებში წლების განმავლობაში ,,დიო’’-ს მიერ უამრავი პერგოლა გაკეთდა http://dio.ge/georgian/projects/155,  ადგილობრივი წარმოების პერგოლა კი, უმოკლეს დროში უკვე სხვადასხვა ლოკაციაზე კომპანიამ წარმატებით განახორციელა. 

   ცნობილია, რომ „დიო“-ს პროდუქტები, მაღალი ხარისხით გამოირჩევა. კომპანიაში მომხმარებელს კომპლექსურად ყველა იმ პროდუქტის შერჩევა შეუძლია, რომელიც საჭიროა ტერასის ოთხივე სეზონზე გამოყენებისთვის: როგორც პერგოლა, ასევე მისი შემინვა სხვადასხვა ტიპის მოძრავი სისტემებით, მათ შორის დღეისათვის საკმაოდ პოპულარული პანორამული შემინვის სისტემა. ამას ემატება გათბობის სისტემები, შიდა ფარდები და ჟალუზები შემინვებისთვის.

   ,,დიო’’-ს უპირატესობას  სერვისიც წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ყველა ზემოაღნიშნულ პროდუქტზე ვრცელდება გარანტია, შემდგომი ექსპლუატაციის დროს შექმნილი მექანიკური თუ  ტექნიკური დაზიანებების ადვილად გამოსწორებისთვის, მომხმარებელს რემონტის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლია. 

   შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ს მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის 25 წლიანი ისტორია აქვს, რომლის საყრდენიც ბრენდის მომხმარებლების სიყვარული და მათზე ზრუნვაა.     

#პერგოლა  #დიო #ბედნიერებისოთხისეზონი #ადგილობრივიწარმოება

03
აგვ
2020
phone