კომპანია „დიო“ გთავაზობთ საახალწლო ფოტო კონკურსს!
ნუ დაელოდები 31 დეკემბერს! დაიწყე საახალწლო განწყობის შექმნა დღესვე!
გახდით კონკურსის გამარჯვებული და მიიღეთ 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
ახალი წელი გვიახლოვდება და ნელ-ნელა ჩვენს სახლებშიც შემოდის საახალწლო განწყობა.
გადაუღეთ ფოტო თქვენს ინტერიერს, სადაც გამოჩნდება „დიო“-ს რომელიმე პროდუქტი და გახდი „დიო“-ს გამარჯვებული
კონკურსის წესები :
გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტო Facebook-ის პირად შეტყობინებაში
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „საახალწლო ფოტო-კონკურსი“. ‼ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, მობილურის ნომერი და პირადი Facebook გვერდის ლინკი.
იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, საჭიროა დაითაგოთ ფოტოზე თქვენ, გააზიაროთ საკუთარ თაიმლაინზე ჰეშთაგით #დიო #საახალწლოკონკურსი
ნამუშევრების მიღება დაიწყება 17 დეკემბრიდან და გაგრძელდება 30 დეკემბრის 15:00 საათამდე.
30 დეკემბერს შეწყდება საკონკურსო ფოტოების მიღება, ხმის მიცემა გაგრძელდება 9 იანვრის 12:00 სთ-ის ჩათვლით!
გამარჯვებულის ვინაობა 9 იანვარს 13:00 საათზე გახდება ცნობილი.
გამარჯვებული გამოვლინდება Like-ების მიხედვით და გადაეცემა 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
კონკურსში მონაწილეობის წესები:
✔ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოწონებული გქონდეთ “დიო”-ს Facebook გვერდი;
✔ფოტო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონკურსის წესებს არ აიტვირთება საკონკურსო ალბომში.
✔ გამოგზავნილი საკონკურსო ფოტოების ატვირთვა ,,დიო’’-ს Facebook გვერდზე მოხდება ორშაბათი-პარასკევი საღამოს 17:00 სთ-ზე
✔ დიო-ს თანამშრომლებს კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ;
✔ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო ფოტოს წარმოდგენის უფლება აქვს.
✔18 წლამდე ასაკის კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს კანონიერი მეურვის თანხლებით.
კონკურსის პირობები:
Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. კონკურსიდან მოიხსნება ყველა ის სურათი, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული like-ები.
კონკურსში მონაწილე ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. მონაწილე, რომელიც შემჩნეული იქნება საავტორო უფლებების დარღვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, კონკურსიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას მონაცემთა სპამერობის გზით like-ების მომატებაში შემჩნეული კონკურსანტი;
კომპანია „დიო“ წარმატებას გისურვებთ!