გაზაფხულის მზიანი და სასიამოვნო დღეების გატარებას აივანზე არაფერი შეედრება.
თქვენს აივანსა და ვერანდაზე დროის კომფორტულად გასატარებლად „დიო“-ს ტენტი საუკეთესო საშუალებაა.
გსურთ გახდეთ „დიო“-ს გამორჩეული და დახვეწილი ტენტის მფლობელი ?
ჩაერთეთ ფოტოკონკურში, დააფიქსირე გაზაფხული შენს აივანზე!
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
გადაუღე ფოტო შენი სახლის აივნს/ვერანდას, დააფიქსირე გაზაფხული
• გამოგვიგზავნეთ ფოტო „დიო“-ს ფეისბუქ გვერდზე - მიუთითეთ კონკურში მონაწილე პირის სახელი, გვარი, ასაკი, მობილურის ნომერი, და პირადი Facebook გვერდის ლინკი.
• იმისათვის, რომ ფოტომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, საჭიროა დაითაგოთ ფოტოზე თქვენ და თქვენი 5 მეგობარი..
საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 14 მაისს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით
• 31 მაისს, 15:00 საათზე შეწყდება ფოტოების მიღება, მოწონებების (Like) დაგროვება კი გაგრძელდება 13 ივნისის 18:00 საათამდე.
ის ვინც დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას (ლაიქს ) გახდება გამარჯვებული.
გამარჯვებული გამოვლინდება 14 ივნისს 12:00 საათზე.
გამარჯვებული : კონკურსში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, ვინც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს ფოტოზე.
გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა „დიო“-ს ტენტი
!!! ტენტის მონტაჟისთვის საჭირო ნებართვასთან დაკავშირებით კომპანია არ იღებს ვალდებულებას!
სასაჩუქრე ტენტის მაქსიმალური ზომებია : სიგანე 3მ -წინ გამოსვლა 2მ.
წესები:
• კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოწონებული გქონდეთ “დიო”-ს Facebook გვერდი;
• ფოტო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონკურსის წესებს არ აიტვირთება საკონკურსო ალბომში.
• გამოგზავნილი საკონკურსო ფოტოების ატვირთვა ,,დიო’’-ს Facebook გვერდზე მოხდება ყოველ დღე, 15:00 საათზე
• დიო-ს თანამშრომლებს კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ;
• კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო ფოტოს წარმოდგენის უფლება აქვს.
• 18 წლამდე ასაკის კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს კანონიერი მეურვის თანხლებით.
კონკურსის პირობები:
• Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. კონკურსიდან მოიხსნება ყველა ის სურათი, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული like-ები.
• კონკურსში მონაწილე ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. მონაწილე, რომელიც შემჩნეული იქნება საავტორო უფლებების დარღვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;
• ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, კონკურსიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას მონაცემთა სპამერობის (იხილეთ Facebook-ის ოფიციალური წესებიhttp://facebook.com/terms.php) გზით like-ების მომატებაში შემჩნეული კონკურსანტი;
იჩქარეთ და შემოგვიერთდით!
დიო გისურვებთ წარმატებას!