4 ოქტომბერს ‘’დიო’’-ს ახალი ფილიალი თელავში ჭავჭავაძის 52-ში გაიხსნა.
ფილიალი საზეიმო ლენტით ‘’დიო’’-ს ფინანსურმა დირექტორმა თამუნა დაუშვილმა თელავის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და ‘’დიო’’-ს რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელ რევაზ ივანიაძესთან ერთად გახსნა.
საზეიმო ღონისძიებაზე ასევე, თელავის ცნობილი არქიტექტორი გოგი წიქარაძე და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს ფურშეტით, ტკბილეულითა და შამპანურით გავუმასპინძლდით.
‘’დიო’’-ს პირველი დამკვეთიც ესტუმრა, რომელსაც საჩუქრად ‘’დიო’’-ს 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ამიერიდან, თელავის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ‘’დიო’’-ს მომსახურებით, თავიანთ ქალაქში შეუკვეთონ : მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარა, ფარდა-ჟალუზი, მწერებისგან დამცავი ბადე, პერგოლა, შემინვის სისტემა, ტენტი, ფასადის საჩრდილობელი სისტემა, ბარისოლის გასაჭიმი ჭერი, გარედამცავი ჟალუზი, ავტოფარეხის კარი, ინდუსტრიული კარი, ჭიშკარი და ჭიშკრის ძრავი და სხვა.
„დიო“ 22 წელია ლიდერია ბაზარზე. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია ადამიანების დასაქმება, სამუშაო გარემოს შექმნა და , რა თქმა უნდა , რეგიონის განვითარება. დასაქმებული ხალხი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორია. ’’ - თამუნა დაუშვილი, ‘’დიო’’-ს ფინანსური დირექტორი.
თელავში ‘’დიო’’-ს ფილიალი ჭავჭავაძის 52-ში მდებარეობს. ტელეფონის ნომერი : 598 08 07 01