Logo
სიახლეები
მედია
ყაზახი ქალი ბიზნესმენების შეხვედრა კომპანია დიოში შედგა

ყაზახი ქალი ბიზნესმენების შეხვედრა კომპანია დიოში შედგა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით თბილისში  "ქალთა ლიდერობის" პროექტი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა ყაზახ ქალ ბიზნესმენებს უმასპინძლა. მათ საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ ,,დიო’’-ს შოუ რუმში განთავსებული პროდუქცია, გაცნობოდნენ  საწარმოს მუშაობას და ენახათ თითოეული პროდუქტი რა გზას გადის, სანამ მომხმარებლამდე მივა.

ირმა დაუშვილი მათ ,,დიო''-ს საწყისებზეც ესაუბრა და გაუზიარა წარმატების გზა, რომელსაც კომპანია ,,დიო'' უკვე 22 წელია გადის. პრეზენტაციის ბოლოს, კი საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც თავის გამოცდილებაზე  ყაზახელმა ბიზნესმენმა ქალებმა ისაუბრეს და რჩევებიც მიიღეს ,,დიო''-ს გენერალური დირექტორისგან.

პროგრამის მიზანია ყაზახ ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ლიდერობით, მისცეს შესაძლებლობა, გაიცნონ და მიიღონ გამოცდილება საქართველოში მოღვაწე წარმატებულ ქალებთან ურთიერთობით. პროგრამის ფორმატი მოიცავს ლექციებს, შეხვედრებს ქართველ კოლეგებთან და ღონისძიებებზე დასწრებას. კურსის ფარგლებში ისინი შეხვდნენ სხვადასხავა სფეროში მოღვაწე ქართველ ქალებს და ადგილზე გაეცნნენ მათ საქმიანობას და წარმატების ისტორიებს.

28
იან
2018
phone