Logo
სიახლეები
თანამშრომლები
25 წელი ერთად: კარ-ფანჯრებისა და საჩრდილობელი სისტემების მწარმოებელი ლიდერი კომპანია „დიო“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს!

25 წელი ერთად: კარ-ფანჯრებისა და საჩრდილობელი სისტემების მწარმოებელი ლიდერი კომპანია „დიო“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს!

კომპანია „დიო“ მნიშვნელოვან თარიღს - 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. რას ნიშნავს თქვენთვის მომხმარებლებთან ურთიერთობის 25 წლიანი გამოცდილება და რას თვლით კომპანიის მთავარ მიღწევად ამ პერიოდის განმავლობაში?

25 წელი, ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში  ქვეყანაში, და შესაბამისად ეს აისახებოდა ჩვენს საქმიანობაზე, დავიწყეთ საქმიანობა სამმა  და დღეს 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ჟალუზები სიახლე იყო საქართველოში, გვჭირდებოდა აგვეხსნა პირველ რიგში თუ რას ვთავაზობდით, შემდეგ კი პროდუქტის პრიორიტეტი.

აუცილებელი გახდა ადგილობრივი წარმოება დაგვეწყო, შემოვიტანეთ ჯერ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზის დანადგარი. შემდეგ ეტაპზე სხვა პროდუქტები დაგვემატა: გარე დამცავი ჟალუზი, კარ-ფანჯარა, ტენტი და ა.შ.

დღესდღეობით კი  ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი. კომპანია 70-მდე დასახელების პროდუქტს (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და  ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და  ინდუსტრიულ  პროდუქტს) აწარმოებს.

25 წლის განმავლობაში პოლიტიკური და  ეკონომიკური გარემოს ცვალებადობის გამო ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით. საჭირო იყო სწორად გვემართა ფინანსები, მოგვეხდინა მისი სწორი ინვესტირება ახალ პროექტებში, როგორც ავღნიშნე 70- მდე პროდუქტია დღეს ,,დიო’’-ს პორტფელში, და თითოეული პროდუქტის გამოჩენას, შემოტანას წინ უძღვოდა გათვლები, ფინანსური, მარკეტინგული აქტივობის სწორი დაგეგმვა, ახალი დანადგარის - შესწავლა,  კვალიფიციური პერსონალის სისტემატიური გადამზადება.  ვმუშაობდით და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, პირველ რიგში საკუთარ თავზე, რომ ვმართოთ პროცესები სწორად.

 

როგორ აღნიშნა კომპანიამ ეს მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი, გქონდათ თუ არა განსაკუთრებული აქციები და შეთავაზებები ერთგული მომხმარებლებისათვის?

25 წლის იუბილე  - ალბათ პანდემია რომ არა, სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი საიუბილეო აქტივობები. თუმცა, მოვახერხეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიების განხორციელება სახელად ,,დიო - 25 წელი ერთად!’’;  ერთგულ მომხმარებელს კი გარდა  25 %-იანი აქციებისა ახალი პროდუქტები  შევთავაზეთ როგორებიცაა: ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი, მწერებისაგან დამცავი სლაიდური ტიპის ბადეები, მინის გადახურვა / მოაჯირები, შემინვის განახლებული სისტემები, ტენტებისა და ფარდა-ჟალუზების ფერთა პალიტრების მუდმივი განახლება.

ამჟამადაც გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, რომელიც მიანიშნებს და ზუსტად გადმოსცემს ჩვენი კომპანიის როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან სახესა და ფორმას.

ამას გარდა, კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ქართულ ბაზარზე. რა ფაქტორებმა განაპირობა „დიო“-ს სანდო, გამოცდილ და ლიდერ ბრენდად პოზიციონირება?

კომპანიას საკმაოდ გრძელი ღირებულებათა ჯაჭვი აქვს, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციით და გაყიდვების შემდგომი სერვისით - მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ.

მომხმარებელს ვუქმნის  განწყობას, რომ ,,დიო’’ სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებასა და  ხარისხს მომავლის პერსპექივით;

და ვუქმნის  განწყობას რომ  კვლავ  გაუჩნდეს სურვილი შეიძინოს „დიო“-ს პროდუქტი / მომსხურება.

როგორია კომპანიის მასშტაბები დღეს? ამჟამად რამდენ ადამიანს ასაქმებთ და როგორ ზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე?

დღეს კომპანიის მფლობელობაშია: 3 საწარმო და 5 შოუ რუმი/ ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც  მთელს საქართველოში ფართოდ ვართ წარმოდგენილი.

წარმატებული ჯგუფი ახალი იდეებისათვის შესაბამის გარემოს ქმნის. კომპანიის მიზანია, რომ ახალმა გუნდმა, თანამშრომელმა სწრაფად გაიაროს ადაპტაციის ეტაპი, ამისათვის ვცდილობთ სწორად დავსახოთ ჯგუფური აქტივობა ჩვენს საწარმოო პროცესში, რათა პრობლემები ერთობლივად გადავჭრათ სხხვადასხვა გარემოში. კვალიფიკაციის ამაღლება მოიცავს, სწავლებებს, აქტივობებს და ჩვენი, მენეჯერების უშუალო ჩართულობასა და პირად მაგალითებს. ვცდილობთ შევქმნათ გარემო პერსონალის განვითარებისა და ნიჭის გამოვლენისთვის.

 

„დიო“ მუდმივად ორიენტირებულია სიახლეებსა და მომსახურების მაღალ სტანდრატზე. როგორია სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?

სამომავლო გეგმები გვინდა, რომ იყოს უფრო ამბიციური, სიახლეებით სავსე, შევქმნათ ახალი პროექტები, ვმუშაობთ ბევრს, რომ წარმატებული იყოს პროექტები, და ამავე დროს თითოეული თანამშრომელი გრძნობდეს, რომ მუშაობს კომპანიაში, სადაც ის დაფასებულია, და სადაც შეუძლია გამოავლინოს შესაძლებლობები, წავიდეს წინ და ,,დიო’’ იყოს ბევრი წარმატების მომტანი მისთვის.

იმედები გვაქვს, გეგმები გვაქვს, განწყობას ვიქმნით და ვაგძელებთ შრომას, წინსვლას.

 

სტატიის ავტორი: ანა დუმბაძე

წყარო : GEORGIA TODAY

https://bit.ly/3wiCOli

 

 
 
05
ნოე
2021
phone