Logo
სიახლეები
თანამშრომლები
პერგოლა-ბედნიერების 4 სეზონი

პერგოლა-ბედნიერების 4 სეზონი

როგორ გავხადოთ წელიწადის ოთხივე სეზონზე  ტერასები, აივნები და სხვა ღია სივრცეები გამოყენებადი - რეკომენდაცია "დიო"-ს პროექტული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსისგან მივიღეთ.

გიორგი ჩიხლაძე - პროექტული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

როგორც ვიცი, თქვენ პროექტების განყოფილებას ხელმძღვანელობთ, პერგოლა შემინვის სისტემასთან ერთად ოთხივე სეზონზე აქტუალური და მოთხოვნადია, რა უპირატესობები გააჩნია „დიო“-ს პერგოლას?

პროექტული პროდუქტების მრავალფეროვნება ,,დიო’’-ს  მნიშვნელოვანი უპირატესობაა. პერგოლების წარმოებაში ჩვენი პარტნიორი  მსოფლიოში ერთ-ერთი ნოვატორი კომპანიაა. 

5 წელია ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ამ პროდუქტს და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ჩვენი პერგოლა, ისევე როგორც „დიო“-ს ყველა პროდუქტი, გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენთან კომპლექსურად შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც პერგოლა, ასევე მისი შემინვა სხვა და სხვა ტიპის მოძრავი სისტემებით, მათ შორის დღეისათვის საკმაოდ პოპულარული პანორამული შემინვის სისტემითაც. ამას ემატება გათბობისა და გაგრილების სისტემები, შიდა ფარდები და ჟალუზები შემინვებისთვის, შუშის მოაჯირები. ასე რომ „დიო“-ში კომპლექსურად შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც საჭიროა ტერასის ყველა სეზონზე გამოყენებისთვის. ასევე ჩვენ უპირატესობას  წარმოადგენს სერვისიც. გარდა იმისა, რომ ყველა ზემოაღნიშნულ პროდუქტზე ვრცელდება გარანტია, შემდგომი ექსპლუატაციის დროს შექმნილი მექანიკური თუ  ტექნიკური დაზიანებების ადვილად გამოსწორებისთვის, მომხმარებელს შეუძლია რემონტის მომსახურებითაც ისარგებლოს.  

რამდენად მოთხოვნადია ,,დიო’’-ს პერგოლა შემინვის სისტემასთან ერთად, ვინ არიან ძირითადი მომხარებლები და რამდენი პროექტი გაქვთ განხორციელებული? 

პერგოლა შემინვის სისტემასთან ერთად მომხმარებელს საშუალებას აძლევს  წელიწადის ოთხივე სეზონზე გამოიყენოს ტერასები, აივნები და სხვა ღია სივრცეები. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტით დაინტერესებულია, როგორც კერძო მომხმარებელი საკუთარი აგარაკებისა და დიდი ტერასებისთვის, ისე სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, ღია საცურაო აუზები. როგორც იცით, დღევანდელი საკანონმდებლო  მოთხოვნებით სავალდებულოა სიგარეტის მწეველთათვის ცალკე სივრცის მოწყობა ყველა საზოგადოებრივ შენობაში, ამისთვის კი, იდეალური საშუალებაა პერგოლა შემინვის სისტემით. „დიო“-ს პერგოლა ამშვენებს როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთ რესტორანსა და სასტუმროს და, დარწმუნებული ვარ, მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

 

როგორც ვიცი, სიახლე გაქვთ ,,დიო’’-მ პერგოლისა და პანორამა შემინვის სისტემის ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რას შეცვლის ეს ფაქტი და რატომ უნდა შევიძინოთ პერგოლა ,,დიო’’-ში ? 

პირველ რიგში ეს ფაქტი იმოქმედებს იმ ორ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე, რაც ეხმარება მყიდველს გადაწყვეტილების მიღებაში - ეს არის ფასი და მიწოდების ვადა. „დიო“-ს ადგილობრივი წარმოების საშუალებით შესაძლებელი იქნება მოკლე დროში, დაახლოებით 2-3 კვირაში, მომხმარებელს უფრო დაბალ ფასში მივაწოდოთ როგორც პერგოლა, ისე პანორამული შემინვის სისტემა. 

წყარო: ჟურნალი CONSTRUCTION SOLUTIONS

 

12
დეკ
2018
phone