Logo
სიახლეები
თანამშრომლები
თამაზ დაუშვილმა - GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბიზნეს კლასტერების წლიურ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა!

თამაზ დაუშვილმა - GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბიზნეს კლასტერების წლიურ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა!

15 დეკემბერს ქართული სამშენებლო მასალების კლასტერმა და საქართველოს ტანსაცმლისა & მოდის ასოციაციამ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. თამაზ დაუშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საკუთარი შეფასება იმ ძირითად საკითხებზე გამოთქვა, როგორებიც არის - კლასტერთა გაძლიერების მიზნით განხორციელებულ აქტივობები და კონკრეტული ხელშეწყობა, რომელიც წევრმა კომპანიებმა მიიღეს.

„ღონისძიებაზე მიმივიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის დავსახეთ მომავალი წლის სამოქმედო გეგმები, რომლებიც დადებით შედეგს უპირობოდ მოიტანს. მსგავსი ტიპის შემაჯამებელი & სამუშაო შეხვედრები ვფიქრობ ჩვენი კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერი მუშაობის ნაწილია, ვინაიდან ქმედებებისა და გეგმების გაანალიზება მიღწევების თვალსაზრისით უდიდეს პერსპექტივას ქმნის. “ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ,  ქართული სამშნებლო მასალების კლასტერი - GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. თამაზ დაუშვილი კი GCMC-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

21
დეკ
2022
phone