11 ოქტომბრიდან „დიო“-ში თანამშრომლებისთვის განკუთვნილი უფასო სამედიცინო მომსახურება მიმდინარეობს. პაკეტი მოიცავს:
1. სისხლის საერთო ანალიზი
2. გლუკოზის დონის განსაზღვრა
3. პროთრომბინის ინდექსი
4. ელექტროკარდიოგრამა
5. TSH
6. სპეციალისტის კონსულტაცია
7. ექოსკოპია
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული თანამშრომლებს შეთავაზოთ ის ბენეფიტები, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. გარდა სადაზღვეო პაკეტისა ამჯერად „დიო“-ში დასაქმებულებს უფასო პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებას ვუზრუნველყოფთ, პროცესი თვის ბოლომდე გაგძელდება და თითოეული თანამშრომელი შეძლებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობას.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, კომპანია დასაქმებულებს კომფორტულ სამუშაო პირობებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვადასხვა შესაძლებლობებს მრავალი წელია სთავაზობს. „დიო“-ში პრიორიტეტულია თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული, მათზე მორგებული სამუშაო გარემო და პირობები.