Logo

იდეალური პროდუქტი ზაფხულში ტერასის მოსაწყობად- რა უნდა გაითვალისწინო ტენტის შერჩევისას?

ზაფხულში კომფორტის მთავარი ელემენტი ტერასებზე— როგორ შევარჩიოთ ტენტი სწორად?

ზაფხულში , დილის მზეც შემაწუხებელი ხდება. სასიამოვნო მომენტი , როდესაც დილით ყავას მიირთმევთ აივანზე სუფთა ჰაერზე შეიძლება აუტანელი გახდეს. სწორედ ამ დისკომფორტის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება, დღესდღეობით უკვე საკმაოდ პოპულარული პროდუქტი, ტენტი. ეს მოძრავი გადახურვის სისტემა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ჩრდილი როცა გვჭირდება და ასევე შევინარჩუნოთ ღია ცის ხედი საღამოს. პროდუქტი საშუალებას გვაძლევს გარე სივრცესთან ერთად ინტერიერშიც შევინარჩუნოთ სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებში. 

განტვირთვისთვის, საქმისთვის თუ გართობისთვის ტენტი არის ყველაზე ელეგანტური და პრაქტიკული საშუალება იმისთვის, რომ თქვენი ზაფხულის ტერასა ბოლომდე შეირგოთ. 

დიო – ინოვატორი საჩრდილობელ სისტემებში 

უკვე 30 წელია მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე მზისგან დამცავ სისტემებს და ასევე პირველებმა დავიწყეთ ადგილობრივად ტენტების წარმოება ორი ათწლეულის წინ. დროთა განმავლობაში კი ეს პროდუქტი გახდა განუყოფელი ნაწილი საქართველოში გარე სივრცეებისთვის. 

დიოში ტენტების ფართო არჩევანს გთავაზობთ, ყველა პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ევროპული ნედლეულით და მორგებულია ლოკალურ კლიმატს და ცხოვრების სტილს. 

ჩვენ ასევე გვაქვს ნაჭრების ფართო არჩევანი თქვენი სასურველი ბრენდირებით. 

როგორ შევარჩიოთ სასურველი ტენტი? 

ცხადია, ყველა სივრცე ერთნაირი არ არის, შესაბამისად თქვენზე მორგებული ტენტი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ დიზაინს, ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს და მოთხოვნილებებს. 

ქვემოთ იხილავთ მაგალითებს თუ როგორ შეგიძლიათ მოარგოთ ჩვენი მოდელები თქვენს საჭიროებებს. 

მცირე აივნები მაღალსართულიან შენობებში 

 ტენტი ათენა

 

 

 

 

 

 

 

 

ათენა — კომპაქტური და ქარ-გამძლე ტენტი იდეალურია აივნებისთვის განსაკუთრებით მაღალსართულიან შენობებში. ბიუჯეტური, ადვილი სამართავი და კარგი საშუალებაა ყოველდღიური კომფორტის შესაქმნელად ისე რომ დიდი სივრცე არ დაიკავოს. 

 

 

 

დიდი ზომის ტერასები და კაფეები 

 ტენტი ათენა 

 

 

 

 

 

 

 

→ პალადიო — კლასიკური ყველაზე პოპულარული ტენტის დიზაინი, რომელიც ვერანდის ფართო სივრცის დაჩრდილვის საშუალებას იძლევა. ერთ მექანიზმს შეუძლია დაფაროს დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრამდე. გამძლე, პრაქტიკული და პოპულარული არჩევანი. 

 

 

თანამედროვე არქიტექტურის სახლები 

 

 

 

 

 

 

 

 

→ დაკარი — თუ გსურთ პალადიოს პრაქტიკულობასთან ერთად ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი დიზაინის ტენტი მაშინ დაკარი არის საუკეთესო არჩევანი. მას აქვს კასეტური სისტემა, რაც უზრუნველყოფს ნაჭრის ბოლომდე დაფარვას დახურულ მდგომარეობაში და ორგანულად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურულ შტრიხებს. 

 

 

ვერტიკალური დაცვა მზისგან 

 

 

 

 

 

 

 

 

→ ვერტიკალური ტენტი — თუ უკვე თქვენს ტერასაზე გაქვთ არსებული გადახურვა ან პერგოლა და გსურთ პირდაპირი მზის სხივების დაჩრდილვა მაშინ ვერტიკალური იტალია იდეალური არჩევანია. პროდუქტი უზრუნველყოფს სიმყუდროვეს და ჩრდილს თქვენი სურვილისამებრ – მარტივი, კომპაქტური და ეფექტური. 

 

 

 

მცირე ზომის იტალიური სტილის აივნები 

 

 

 

 

 

 

 

 

იტალია — თუ გაქვთ ვიწრო, კლასიკური სტილის აივანი — როგორიც ხშირად გვხვდება ძველ შენობებსა თუ იტალიური შთაგონების არქიტექტურაში — იტალია არის იდეალური არჩევანი. მისი მსუბუქი, კომპაქტური და ესთეტიკური კონსტრუქცია უზრუნველყოფს დაჩრდილვას ზედმეტი სივრცის დაკავების გარეშე. 
შესაძლებელია ტენტის დახრილობის კუთხის ცვალებადობა 0-180 გრადუსის ფარგლებში, რაც დამატებით მოქნილობას და კომფორტს იძლევა დღის სხვადასხვა მონაკვეთში. 

 

 

კომერციული ობიექტები და არასტანდარტული ფორმები 

 

 

 

 

 

 

 

 

→ სტაციონარული ტენტი — ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ზომა და ფორმა მოერგოს თქვენს ინდივიდუალურ არასტანდარტულ მოთხოვნებს. ასევე ერთგვარი სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს მაღაზიებისთვის და სხვა კომერციული სივრცეებისთვის, რადგან ჩვენ ასევე გთავაზობთ ნაჭრების სასურველი დიზაინით ბრენდირებას. 

 

 

რატომ დიო? 

ჩვენთან თქვენ იძენთ სანდო პარტნიორს და მომსახურებას – არა მხოლოდ პროდუქტს. დიო აერთიანებს ათწლეულების განმავლობაში შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას, თქვენ მიიღებთ: 

  • ✅ უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალებით დამზადებულ პროდუქციას 
  • ✅ მოდელების ფართო არჩევანს 
  • ✅ პროფესიონალურ კონსულტაციას და ინსტალაციას 
  • ✅ ადგილობრივ წარმოებას და უმოკლეს მიწოდების ვადებს 
  • ✅ საგარანტიო მომსახურებას 
  • ✅ 30 წლიან გამოცდილებას და ხარისხს 

არ დაელოდოთ ზაფხულის დამთავრებას 

აითვისეთ ღია ტერასა მთელი ზაფხულის განმავლობაში. დაგვირეკეთ ან ჩანიშნეთ კონსულტაცია ონლაინ — ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ იდეალური ტენტი თქვენი სივრცისთვის. 

 

phone