იტალიური ტენტი, ზაფხულის მცხუნვარე მზისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ტენტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს სახლებისა და აგარაკების ვერანდებსა და აივნებზე, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, მოსახერხებელია ოფისებშიც.
“დიო”-ს ტენტი გამოირჩევა პრაქტიკულობითა და მართვის სიმარტივით.
მისი უპირატესობებია:
ტენტი მკლავების მეშვეობით იშლება და იკეცება, და მოძრაობენ როგორც ელექტროძრავის საშუალებით, ასევე მექანიკური მართვით.
მეტი კომფორტისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ქარის სენსორი, რომელიც ტენტის გაშლა-დაკეცვას ავტომატურად, ამინდის ცვალებადობის (ქარის სიჩქარის, ან მზის სიმცხუნვარის) მიხედვით ახდენს
“დიო” ასავე გთავაზობთ სხვადასხვა ფერისა და თანამედროვე დიზაინის, სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ მდგრად ნაჭრებს, რაც წლების მანძილზე მათ გამძლეობას უზრუნველყოფს.
ტენტის მართვა შესაძლებელია როგორც ელექტრო, ასევე ხელის მექანიზმითაც. მეტი კომფორტისათვის რეკომენდებულია გამოიყენოთ ელექტრო მოწყობილობა, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად მართავს მარკიზს მზესა და ქარში. თქვენი სურვილის მიხედვით მარკიზს შეიძლება ჰქონდეთ ალუმინის კოლოფი, რომელიც კიდევ უფრო დიდხანს ინახავს ნაჭერს. ასევე შეიძლება შეარჩიოთ სხვადასხვა ფორმის დაბოლოებები.
მაღალი ხარისხის მძლავრი მკლავები უზრუნველყოფს ტენტის სიგანეს - 7-8 მეტრსა და წინ გამოსვლას - 1.60 მეტრიდან 4.10 მეტრამდე. შესაძლებელია ტენტის დახრილობის კუთხის ცვალებადობა 10-45 გრადუსის ფარგლებში. მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად, ასევე ძრავის საშუალებით, პულტით ან/და ღილაკით.
კონსტრუქციის გადასახურად გამოიყენება სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ნაჭერი.
ტენტი პალადიო: ტენტი პალადიო უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს სახლებისა და აგარაკების ვერანდებსა და აივნებზე. ტენტი პალადიო მკლავების მეშვეობით იშლება და იკეცება, და მოძრაობენ როგორც ელექტროძრავის საშუალებით, ასევე მექანიკური მართვით.
ტენტი პალადიოს გამოყენება ასევე მომგებიანია კომერციულად - რესტორნებსა და კაფე-ბარებისთვის, მისი ესთეტიური მხარე ამის გარანტია.