Logo
CSR
„დიო“-ს #213 საჯარო სკოლის მოსწავლე ესტუმრა

„დიო“-ს #213 საჯარო სკოლის მოსწავლე ესტუმრა

„დიო“-ს #213 საჯარო სკოლის მოსწავლე ესტუმრა

კომპანია „დიო“-ს ტაბახმელაში მდებარე #213 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო შერმაზანაშვილი ესტუმრა. ნინომ ერთი დღე გაატარა კომპანიაში, სადაც მარკეტინგის დეპარტამენტში მიმდინარე სამუშაოებს, სიახლეებსა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის პრინციპებს გაეცნო. ამავდროულად დაათვალიერა „დიო“-ს შოუ-რუმი, საწარმო, ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქციას კი დეტალურად გაეცნო.

„მოგეხსენებათ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტაბახმელაში მდებარე #213 საჯარო სკოლის პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ დავაფინანსეთ.  ამ პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიების, მხიარული სტარტების ჩატარების შემდგომ გავიცანით ნინო, მან გაგვიმხილა, რომ ძალიან აინტერესებდა მარკეტინგი და სამომავლოდ სწორედ ამ მიმართულებით აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით მოვიწვიეთ „დიო“-ში, სტუმრობისას ვაჩვენეთ და ავუხსენით ყველა მიმდინარე მარკეტინგული პროექტის მნიშვნელობა, დეტალები, დიზაინერული თუ დიჯითალ მიმართულებები. ვფიქრობთ შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, წარმატებას ვუსურვებთ ნინოს და გულწრფელად ვგულშემატკივრობთ.“-აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „დიო“ყოველთვის აქტიურად ერთვება სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდა თაობისთვის მიმართული სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების განხორციელებაში.

03
ოქტ
2023
phone