Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-მ #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა!

კომპანია „დიო“-მ #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა!

კომპანია „დიო“-მ #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა!

კომპანია „დიო“-მ ტაბახმელაში მდებარე #213 საჯარო სკოლის პროექტი სახელწოდებით „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ სრულად დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

  • კვლევა/ანალიზი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;
  • საინფორმაციო შეხვედრები ბიოლოგიისა და სპორტის პედაგოგებთან, კვების ტექნოლოგთან, ექიმ-ენდოკრინოლოგთან, სპორტსმენებთან;
  • სკოლის სპორტული დარბაზის საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვა;
  • მხიარული სტარტების, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირების ჩატარება;
  • კულინარიული დუელი.

დასკვნით ეტაპზე კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე კი სკოლას კალათბურთის ინვენტარის მოწყობისთვის დამატებითი ბიუჯეტი გამოუყო, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს კი „დიო“-სგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ამ თემასთან მიმართული აქტივობების წახალისება და ახალგაზრდა თაობის განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეები რომ ფიზიკურად უფრო მეტად აქტიურები და დატვირთულები იყვნენ, მათ შესაბამისი გარემო და პირობები სჭირდებათ, აუცილებელია ასევე კვალიფიციურმა პირებმა საჭირო ინფორმაცია კვებასა და ცხოვრების წესზეც გაუზიარონ, სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სარგებლის მომტანი იყო, რადგან საკუთარი წვლილი შევიტანეთ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებასა და ფიზიკური აქტივობის განვითარებაში.“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ ყოველთვის აქტიურად ერთვება სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდა თაობისთვის მიმართული ღონისძიებებისა თუ პროექტების განხორციელებაში.

01
ივნ
2023
phone