Logo
CSR
“დიო”-მ შშმ პირთა ცენტრი მარნეულში ფარდა-ჟალუზით სრულად აღჭურვა!

“დიო”-მ შშმ პირთა ცენტრი მარნეულში ფარდა-ჟალუზით სრულად აღჭურვა!

“დიო”-მ შშმ პირთა ცენტრი მარნეულში ფარდა-ჟალუზით სრულად აღჭურვა!

 

შშპ პირთათვის განკუთვნილი ცენტრი მარნეულში - სოფელ ყიზილაჯილოში კომპანია “დიო”-მ ვერტიკალური ფარდა-ჟალუზით სრულად აღჭურვა. აღნიშნული ცენტრის გახსნას ააიპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” უზრუნველყოფს.

“შშმ პირთა დამოუკიდებლობა და საზოგადოებაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება უმნიშვნელოვანესია. როდესაც შევიტყვეთ, რომ მარნეულში მსგავსი ტიპის ცენტრის გახსნა იგეგმებოდა რა თქმა უნდა გადავწყიტეთ მის მოწყობასა და კომფორტული გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. შესაბამისად ორივე სართულზე, ყველა ოთახში ძალიან მოსახერხებელი, 12 ცალი ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი დავამონტაჟეთ. იმედი გვაქვს ჩვენი პროდუქტი განსაუთრებით მყუდრო გარემოს შექმნის. ძალიან გვახარებს, რომ საზოგადოებაში შშმ პირთა სრულფასოვან ინკლუზიაში მონაწილეობას ვიღებთ.” - აცხადებენ კომპანია “დიო”-ში.

შეგახსენებთ, ააიპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის ორგანიზაცია, რომლის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა პიროვნული რეალიზაციის ხელშეწყობა: განათლების, პროფესიული სწავლების, დასაქმების, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ასპექტებში.

კომპანია “დიო” განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვაში შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ჩართულია და მათ მიმართ თანადგომას გამოხატავს. გარდა ამისა კომპანიას უკვე წლებია საკუთარი ბენეფიციარი ჰყავს, რომლის სტიპენდიაშიც 2017 წლიდან დღემდე ჩართულია.

10
აგვ
2023
phone