Logo
CSR
ირმა დაუშვილი USAID-ის პროექტის - „გოგონები ცვლილებებისთვის“ მხარდამჭერია!

ირმა დაუშვილი USAID-ის პროექტის - „გოგონები ცვლილებებისთვის“ მხარდამჭერია!

"გოგონები ცვლილებებისთვის" USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, რომელიც ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება, კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ირმა დაუშვილი სიამოვნებით ჩაერთო.

  პროექტის მიზანი ბიზნეს სექტორში ახალგაზრდა ქალების კარიერის განვითარება და ხელშეწყობაა. ირმა დაუშვილი კი სხვა ბიზნეს ლიდერებთან ერთად პროგრამის 30 მონაწილეს თავის რჩევებს, გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებს.

  „ამ დროში, როდესაც ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, სამყარო დღითიდღე პროგრესული და განვითარებადია, ქალის - როგორც ლიდერის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! აღნიშნული პროგრამა კი ჩემი თვალსაზრისით სწორედ რომ დროული და საჭიროა.

  მოხარული ვარ, რომ მონაწილე სტუდენტებს მაქსიმალურად გავუზიარებ გამოცდილებას, რაც კარიერულ ზრდაში ვფიქრობ,  ნამდვილად დაეხმარებათ.

  მე ვეტყოდი ყველა ქალს, რომ მთავარია - დასახული მიზანი, ამ მიზნისკენ მკაფიო სწრაფვა, დაბრკოლებების მიუხედავად დაუღალავი შრომა, განვითარება და რაც მთავარია მუდმივი წინსვლა გაუჩერებლად.’’  - აღნიშნავს ირმა დაუშვილი.

  შეგახსენებთ, ირმა დაუშვილი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებსა პროექტებში, რომელიც სტუნდენტების  წარმატებას, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.

აღნიშნული პროგრამა ონლაინ ტრენინგების მეშვეობით, ბიზნეს ასოციცაიასთან თანამშრომლობით ხორციელდება, პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ღია კონკურსის წესით 30 გოგო შეირჩა, მათგან საბოლოოდ 3 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება და სტაჟირებას ევროპის ბიზნეს ასოციაციაში გაივლიან. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ახალგაზრდა ქალებს საქართველოში ლიდერობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაში ეხმარება.

  აქვე გაცნობებთ, რომ ,,დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

06
აპრ
2021
phone