,,დიო’’ ყოველწლიურად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამართულ აქტივობებს სიამოვნებით უერთდება
20 მარტს კომპანია ,,დიო''-ს გუნდმა კამპანია #წინდამინდა-ს ფარგლებში გამართულ ბოულინგის საქველმოქმედო ტურნირში მონაწილება მიიღო და ჭრელი წინდები დაუნის სინდრომის ასოციაციის მხარდასაჭერად შეიძინა, გარდა ამისა, აქტივობაში ''დიო''-ს თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ, რომლებმაც კამპანიისთვის #წინდამინდა დამატებითი ბენეფიტი გაიღეს. ''დიო''- ს დამკვეთებს საჩუქრად ჭრელი წინდები გადაეცათ, როგორც ქრომოსომის სიმბოლო. ჩვენ ერთად ვზრუნავთ საზოგადოებაზე და ვცდილობთ არასდროს არავინ დავტოვოთ მიღმა!
საქველმოქმედო აქცია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც ინფორმაციის გაცვლას ისახავდა მიზნად და დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.
7 წლის ზემოთ მყოფ ბავშვებს არ აქვთ სათანადო ხელშეწყობა განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის და წინდებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა პროგრამის ამუშავებას.
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია: ,,არავინ დატოვო...მიღმა’’
შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან მსოფლიო და საქართველო გაეროს მიერ დადგენილ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს 21 მარტს აღნიშნავს.მესამე თვის 21 რიცხვი, როგორც სიმბოლო 21-ე ქრომოსომის გასამების.. 2013 წლიდან კი მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ -„Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა, რომელშიც ,,დიო’’ მუდმივად იღებს მონაწილეობას.
#წინდამინდა
#დიო
#შემოდი ქოლგის ქვეშ, არავინ დატოვო განათლების მიღმა