28 მარტს კომპანია ,,დიო’’-სა და ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა და ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის’’ რექტორმა კახაბერ კორძაიამ ხელი მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. ასევე შესაძლებელია კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო"-ში სტაჟირების გავლა, რაც მათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრის ფარგლებში ,,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის’’ სტუმრებმა ,,დიო’’-ს საწარმო და შოურუმიც დაათვალირეს და პროდუქტებს გაეცნენ.
კომპანია ,,დიო’’ სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან მუდმივად თანამშრომლობს და მომავალშიც გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას, რომლებიც გათვილილია მომავალი თაობის განვითარებაზე და მათთვის პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე.