30 მარტს ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები"-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი სპონსორი კომპანია ,,დიო’’გახლდათ. ძეგვის თავშესაფრისა და საქართველოში პირველი ჰოსპისის და პალიატიური შინ მოვლის სამსახურის, "ჰოსპისი ფერისცვალების" დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო გალა საღამოზე წარმოდგენილი ქართველი მხატვრების ნახატებიდან კომპანია ,,დიო’’-მ აგრეთვე ბესო საყვარელიძის არაჩვეულებრივი პეიზაჟი შეიძნა.
,,დიო’’-სთვის მნიშნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და მეორე წელია საქვემოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები"-ს მიერ ორგანიზებულ გალა საღამოს სიამოვნებით უერთდება.
ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. ბოლო ორი წლის განმავლობაში "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" საქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა და შინ მოვლის სამსახურის უფასო პროგრამის განხორციელება. აღდგენილ შენობაში შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება. საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" კიდევ ერთი ბენეფიციარია "ჰოსპისი ფერისცვალების" მოწყალების ცენტრი, რომელიც აერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს, რომელიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ტერმინალურად დაავადებულ ადამიანს ეხმარება.
30 მარტს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოდან მიღებული თანხა აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის უფასო პროგრამის გაგრძელების დაფინანსებას მოხმარდება.