Logo
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მენტორინგის პროგრამაში ჩაერთო

‘’დიო’’ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მენტორინგის პროგრამაში ჩაერთო

კომპანია ‘’დიო’’ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მენტორინგის პროგრამაში ჩაერთო და თანამშრომლებისთვის 4 აპრილს ტრენინგი გაიმართა. მონაწილეობა როგორც მენტორებმა ისე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

მენტორინგის პროგრამა გულისხმობს ორმხრივ და ერთობლივ სწავლების პროცესს მენტორებსა და ბენეფიციარებს შორის. პროგრამა ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას იძლევა. ბენეფიციარები არიან მხოლოდ მდედროიბითი სქესის წარმომადგენლები, რადგან მენტორინგი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, რომ ქალებმა დამატებითი ცოდნა შეიძინონ და გაძლიერდნენ.

მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მსურველები უკვე დარეგისტრირდნენ და სწავლებაში ‘’დიო’’-ს 8 თანამშრომელი ჩაერთო, საიდანაც 3 მენტორი და 5 ბენეფიციარია. ტრენინგის პირველ ეტაპზე ჩართულ თანამშრომლებს პროგრამის შესახებ გააცნეს, მენტორინგის პროგრამის მიზნები და მუშაობისა და სწავლების დეტალები აუხსნეს, ტრენინგი კრეატიული განვითარების ცენტრის ტრენერებმა ნანიკო ვაშაკიძემ და თამარ მამადაშვილმა ჩაატარეს.

პროგრამა სწავლების საჭიროების მიხედვით 3 თვიდან 1 წლამდე გრძელდება. საბოლოოდ კი პრეზენტაცია იმართება, სადაც მიზნების, მიღწევებისა და შედეგების განხილვა მოხდება.

05
აპრ
2019
phone