10 აპრილს გამართულ კონფერენციაზე კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ქალ მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარემ და სდა-ს გამგეობის წევრმა - ირმა დაუშვილმა ,,საქართველოში გენდერული უთანასწორობის გამოწვევებზე - დამსაქმებელთა ასპექტებზე’’ ისაუბრა, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO / DANIDA) მხარდაჭერით გაიმართა.
ირმა დაუშვილმა გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით საქართველოს მაგალითზე ისაუბრა: ეკონომიკურ საქმიანობაში ქალები თუ როგორ არიან ჩართულნი; აგრეთვე, თუ როგორია შრომის ბაზარი გენდერულ ჭრილში; ეკონომიკურ სექტორში ქალებისა და კაცების გადანაწილებაზე, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვსა და პოზიციების მიხედვით დასაქმებულთა განაწილებაზე. კომპანიის მართვის სფეროდან მრავალი პრაქტიკული მაგალითი იყო განხილული. გენდერული სხვაობა ანაზღაურებებში და რა გადაჭრის გზებია საჭირო აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საუბარი შედგა.
შეგახსენოთ გვინდა, 2017 წელს კონფერენციის ფარგლებში კომპანია ,,დიო''-მ ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიიღო, რომლზეც მუშაობა მიმდინარეობს.
დაგეგმილი საერთაშორისო მრგვალი მაგიდის ფორმატში სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მსჯელობა, აგრეთვე: ,,არათანაბარი ანაზღაურებისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები სამუშაო ადგილზე’’ გაიმართა. კერძოდ, ღონისძიებაზე მოხსენებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების ირგვლივ გაკეთდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან - დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE), მონტენეგროს დამსაქმებელთა ფედერაცია, გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივა Equal Pay International Coalition (EPIC) და მდგრადი განვითარების მიზანი 8.5., იმსჯელეს და წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ინიციატივები და ა.შ.
აღნიშნული საკითხით დაინტერესება რადიო ,,იმედისა’’ და ტელეკომპანია მაესტროს ეთერითაც მოხდა, სადაც კონფერენციის შეჯამება ირმა დაუშვილმა გააკეთა.