ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ,,დიოს’’ პატარა დიოელები ესტუმრნენ.
ანიმატორებთან, დედიკოებთან და მამიკოებთან ერთად პატარებმა ,,დიოს'' ეზოში ბევრი ითამაშეს, შეეჯიბრნენ სირბილში, სიმღერაში, ცეკვაში...
მოეწყო ნახატების გამოფენა ,,ჩემი ოჯახი’’ , სადაც პატარა დიოელებმა თავიანთი თვალით დანახული ოჯახი, საქმიანი დედიკო / მამიკო დახატეს.
პატარებმა დაათვალიერეს მშობლების სამუშაო ადგილი და ნახეს დიოს საწარმოში როგორ ამზადებენ სხვადასხვა პროდუქციას. ,,დიოს'' საწარმომ მათი განსაკუთრებული ინტერესი და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებაზე კომპანია ,,დიო''-მ დააჯილდოვა 5 შვილის მამიკოები: კახა შიუკაშვილი და ალექსი აბშილავა.
საღამომ მუსიკის, ტკბილეულის და ანიმატორების გასაოცარი პროგრამის თანხლებით ჩაიარა.
,,დიო'' გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ბედნიერ, ხალისიან ბავშვობას გისურვებთ.