6 მაისს, კახეთში, ექვსი კონტინენტის მონაწილეებთან ერთად ,,დიო''-ს გუნდი 2018-ის მსოფლიო რბენას კიდევ ერთხელ შეუერთდა.
პროექტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა Wings for Life-ის ფონდს.
კომპანია ,,დიო''-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კამპანიები და ყოველთვის მზადააა მათში მონაწილების მისაღებად.
მსოფლიო რბენა - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო, დადებითი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში, რომელშიც მრავალი კომპანია ერთვება, სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე.
Wings for Life World Run საქართველოში მეხუთედ გაიმართა და წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა. საქველმოქმედო რბენა მხარს უჭერს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევასა და მკურნალობას.
"ირბინე მათთვის ვისაც სირბილი არ შეუძლია"