დიოს გუნდი კომპანია „კინგსის“ საყოველთაო აქციას სახელწოდებით #მევიცავ შეუერთდა.
აქციის მიზანია დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან.
აქციის ფარგლებში დიოს გუნდმა გადაიღო ფოტო, რომელზეც ბარბარიზმები და მისი ქართული შესატყვისები იყო წარმოდგენილი.
2018 წლის 14 აპრილს, 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი საზოგადოება დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ქართულ ენას საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მას დაცვა სჭირდება ბარბარიზმებისგან. პრობლემის გადასაჭრელად კი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
კომპანია დიო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კამპანიები და ყოველთვის მზადააა მათში მონაწილების მისაღებად.