Logo
სიახლეები
C S R
„დიო“-მ სოც.დაუცველი ადამიანებისთვის ბიბლიოთეკის მოწყობაში წვლილი შეიტანა!

„დიო“-მ სოც.დაუცველი ადამიანებისთვის ბიბლიოთეკის მოწყობაში წვლილი შეიტანა!

კომპანია „დიო“ CSR მიმართულებით კვლავ აქტიურად არის ჩართული და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზის“ შენობა სრულიად უსასყიდლოდ აღჭურვა.

ფონდის შენობის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება. შენობის ერთ-ერთ ოთახში კი  კომპანია „დიო“-ს სახელობის ბიბლიოთეკა მოეწყობა, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები განათლების გაღრმავებას შეძლებენ.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ამ პროექტში ჩართულობა, რადგან ფონდის საქმიანობა შინაარსობრივად ჩვენს ხედვას სრულად ასახავს. სოციალურად დაუცველი ადამიანების გვერდში დგომა, მათი საჭიროებების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა უპირველესად საყურადღებოა, სწორედ ამიტომ ყოველგვარი ფიქრის გარეშე სრული მზადყოფნა გამოვთქვით გვეთანამშრომლა ფონდ „მომავლის გზა“-სთან და ჩვენის მხრივ ბენეფიციარების მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი და მამოტივირებელი ფაქტორი იყო,  როდესაც შევიტყვეთ, რომ შენობაში მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, სადაც სწავლისა და განათლების გაღრმავებას მსურველები გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებენ. მოგეხსენებათ, აქამდეც სიამოვნებით ჩავერთეთ მსგავსი სახის აქტივობებში -  როგორიც იყო სოფელ თონეთში ბიბლიოთეკისა და კასპის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ - ქვემო ჭალის ბიბილიოთეკის & კომპიუტერული ცენტრის გახსნა.

ასეთი მდგრადი და გრძელვადიანი აქტივობებია სწორედ განათლებისა და სამომავლო პროფესიული განვითარების საწინდარი.“- აცხადებს კომპანია „დიო“-ს CSR მიმართულების კოორდინატორი - სალომე შათირიშვილი.

  შეგახსენებთ, საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა დაარსდა 2000 წელს და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანების დახმარებას. გარდა ამისა სახლში დარეგისტრირებულია 65 ბავშვი, ფონდი კი მათ განათლებასა და კვებას მაქსიმალურად ხელს უწყობს. ბავშვებს უტარდებთ სხვადასხვა სახის წრეები როგორიცაა:  კალიგრაფიული წერა, ხატვა, მუსიკა,  უცხო ენები, ბისერზე , თექაზე, კერამიკაზე  მუშაობა, ცეკვა, პოეზია, სამსახიობო ხელოვნება, კერვა და ქარგვა.  განსაკუთრებით  ჩართულები არიან სანეგრე საქმიანობაზე მცენარეების მომრავლებასა და  ჩითილების გამოყვნაზე, ფლორისტის საქმინობას საფუძვლიანად ეუფლებიან.

22
ნოე
2022
phone