ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დანერგილ მენტორინგის პროგრამაში ირმა დაუშვილი კომპანია „ნინეას“ დამფუძნებელ გოგონებს ინდივიდუალური მენტორობას უწევს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ პრაქტიკული უნარებს, ისმენენ მნიშვნელოვან გამოცდილებებსა და რჩევებს, რომლებიც მათ სამომავლოდ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვნად გამოადგებათ.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პროგრამაში მონაწილეობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ მეწარმეობის განვითარება ფაქტიურად დამოკიდებულია სწორი მართვის, ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა-განვითარების, მარკეტინგისა და ანალიტიკის უნარზე. მე კი ჩემის მხრივ ზემოთხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით საკუთარ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას მონაწილეებს მაქსიმალურად ვუზიარებ. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ „ნინეას“ დამფუძნებელი არაჩვეულებრივი გოგონები ბრენდს კიდევ უფრო მეტად განავითარებენ. წინ უამრავი შესაძლებლობა და მიზნებია!“ - აცხადებს ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელი & გენერალური დირექტორი - ირმა დაუშვილი.
შეგახსენებთ, „ნინეა“ სამი მეგობარი გოგონას მიერ დაარსებული ქართული ბრენდია, რომელიც სახლში სანებივრო სამოსს აწარმოებს.