Logo
სიახლეები
C S R
ბიზნეს უნარჩვევების დასკვნითი გაკვეთილი კომპანია დიო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჩაატარა

ბიზნეს უნარჩვევების დასკვნითი გაკვეთილი კომპანია დიო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჩაატარა

ბიზნეს უნარჩვევების დასკვნითი გაკვეთილი თბილისის #64-ე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებთან კომპანია ,,დიო''-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა ჩაატარა

კომპანია ,,დიო'' სიამოვნებით შეუერთდა მსგავს წამოწყებას:
,, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული მსგავსი აქტივობა, რადგან ბავშვები ბევრ უნარ-ჩვევას იძენენ ბიზნეს გაკვეთილებიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პროგრამაში ყოველწლიურად კერძო სექტორიდან დაახლოებით 500 000 მოხალისე იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, კომპანია ,,დიო''-სთვისაც სასიამოვნო გამოწვევა იყო.'' - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

პროგრამის ფარგლებში ბატონმა თამაზმა შეძლო საკლასო ოთახში ბიზნესთან დაახლოებული გარემო შეექმნა  და ბავშვებისათვის ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებები გაეცნო. G-PeriED-ის პროგრამაში ასევე იღებდა მონაწილეობას კომაპანია ,,დიო''-ს გენერალური დირექტორი - ირმა დაუშვილი, ფინანსური დირექტორი - თამუნა დაუშვილი და ადამიანური რესურსების მათვის ხელმძღვანელი - ნათი ქუტიძე.

ცნობისთვის: 2015-2016 სასწავლო წელს G-PeriED-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით 39  საპილოტე სკკოლაში. პროგრამის განხორციელებაში ჩაერთო 160-ზე მეტი მოხაისე 40-მდე კერძო კომპანიიდან.

24
მარ
2016
phone