კომპანია „დიო“ კვლავ სიამოვნებით უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.
„ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას. გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრაში, დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება.
ორგანიზაციების შიგნით ვცდილობთ, შევქმნათ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ.’’- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
მოგეხსენებათ „დიო“ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიაა, რომელიც მუდმივად აქტიურად არის ჩართული მსგავსი ხასიათისა თუ შინაარსის აქტივობებში.
ამავდროულად კომპანიაში დასაქმებულთა ინტერესები, შრომითი პირობები, უსაფრთხოება მაქსიმალურად გათვალისწინებული, დაცული და საყურადღებოა. სწორედ ეს არის „დიო“-ს განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და უმნიშვნელოვანესი საკითხი.