Logo
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ გოგონათა საერთაშორისო დღეზე

‘’დიო’’ გოგონათა საერთაშორისო დღეზე

11 ოქტომბერს ‘’კომპანია ‘’დიო’’-მ გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსსში სიამოვნებით ჩაერთო, რომელიც ქალთა გაძლიერების მიმართულებით იდეების გენერირებას მოიცავდა.

კონკურსის ჟიურის წვერი კომპანია ‘’დიო’’-ს გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი იყო და რჩეულ 3 მოთამაშეს „დიო“-ს სასაჩუქრე პრიზები გადასცა.

ღონისძიება UN women-ისა და სანდიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, 
სტუდენტებმა არაერთი საიტერესო იდეა შეიმუშავეს, მათ შორის კი ‘’დიო’’-ს რჩეული  გუნდის იდეა იყო ბაგა ბაღის აშენება სამუშაო სივრცესთან ახლოს, რომელიც ქალებს მუშაობაში დამატებით კომფორტს შეუქმნიდა.  კონკურსზე არაერთი საინტერესო იდეა გაჟღერდა, როგორც შიდა პოლიტიკის ცვლილებაზე , ასევე ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ამაღლებაზე.                                                            
კომპანია „დიო“ ჩართულია ქალთა გაძლიერების პრინციპებში, შესაბამისად მიმდინარე კონკურსის მხარდაჭერაში და გოგონების წახალისებაში მონაწილეობა სიამოვნებით მიიღო .  

11
ოქტ
2019
phone