კომპანია ‘’დიო’’ უანგარო სისხლის დონაციის აქციაში სიამოვნებით ჩაერთო და სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღო.
‘’დიო’’-ს თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში მუდმივად მონაწილეობენ, რის შედეგადაც სისხლის ბანკის მარაგის შევსებას ხელს უწყობენ.
ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად მზად ვართ მსგავსი ტიპის აქციებში ჩავერთოთ.
საერთშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება და ის განსაკუთრებით ეფექტურია.
დონაციის აქციის ჩატარება ‘’ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ‘’ პროექტის ‘’გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’-ის ფარგლებში უზრუნველყო.
,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი’’ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.