13 სექტემბერს ,,თბილისი რუმსში’’ გამართულ აუქციონზე სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები გაიყიდა, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ ზურა გომელაურის არაჩვეულებრივი ნახატი ,,გოგონა’’ კომპანია ,,დიო’’-მ შეიძინა.
აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.
ამ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის ყველამ ერთად 59 000 აშშ დოლარის მობილიზება შევძელით.
შეგახსენებთ, რომ „დიო“-მ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.