Logo
სიახლეები
C S R
„დიო“-მ #213 საჯარო სკოლა კვლავ დააფინანსა!

„დიო“-მ #213 საჯარო სკოლა კვლავ დააფინანსა!

„დიო“-მ #213 საჯარო სკოლა კვლავ დააფინანსა!

კომპანია „დიო“ ტაბახმელაში მდებარე #213 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე ზრუნვას კვლავ აგრძელებს და ამჯერად სპორტული ინვენტარის (ფრენბურთისა და კალათბურთის ბურთი, ბრენფურთისა და კალათბურთის ბადე და ა.შ.) შესაძენად განკუთვნილი ბიუჯეტი სრულად დააფინანსა!

„ძალიან გვახარებს, რომ #213 საჯარო სკოლასთან მეგობრობას ვაგრძელებთ და მოსწავლეებისთვის სპორტული აღჭურვილობა შევიძინეთ. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები სწორად აცნობიერებენ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას მათ სამომავლო განვითარებაში.  ორმაგად სასიამოვნოა, რომ ის ფინანსური ბარიერები, რომლებიც მათ სპორტულ აქტივობებში ჩართულობას ხელს უშლიდა ამ ეტაპზე სრულად მოვაგვარეთ. ახლაგაზრდებს ახლა უკვე შესაძლებლობა  აქვთ სხვადასხვა პროგრამებში აქტიურად ჩაერთონ, სწორად დახარჯონ ენერგია და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.“ -აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, გასულ თვეში  „დიო“-მ #213 საჯარო სკოლის პროექტი სახელწოდებით „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ სრულად დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობები განხორციელდა.

03
ივლ
2023
phone