Logo
სიახლეები
C S R
თამაზ დაუშვილის სემინარი სტუდენტებისთვის „ემოციური ინტელექტის როლი კარიერულ წარმატებაში“

თამაზ დაუშვილის სემინარი სტუდენტებისთვის „ემოციური ინტელექტის როლი კარიერულ წარმატებაში“

30 მარტს ,,დიო’’-ს მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს  ,,ემოციური ინტელექტის როლი კარიერულ წარმატებაში’’ სემინარი ჩაუტარა.

„მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე მენეჯერის მიერ მართული კომპანია იმარჯვებს კონკურენტთან ბრძოლაში, რადგან იგი ქმნის პოზიტიურ და სამართლიან გარემოს მთელს კომპანიაში, რაც ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა ყველა თანამშრომელს’’ - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.

სემინარში მონაწილეობა  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს. კომპანიის მართვის სფეროდან მრავალი პრაქტიკული მაგალითი  იყო განხილული. თამაზ დაუშვილმა სტუდენტებთან ერთად   ემოციურ ინტელექტსა და ლიდერობას შორის კავშირი განიხილა, ასევე  ემოციურ ინტელექტსა და თანამშრომლობის უნარს შორის კავშირი, ადამიანის მთავარი შიშები, რაც მას კარიერული წარმატების მიღწევაში უშლის ხელს და ამ შიშების  დაძლევის გზები. სტუდენტები დისკუსიაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და სხვადასხვა აქტივობა ხალისით შეასრულეს, რითაც ემოციური ინტელექტის ამაღლების მეთოდების შესახებ  მეტი ინფორმაცია მიიღეს.

03
აპრ
2019
phone