‘’დიო’’-ს თანამშრომლებს 19-22 სექტემბერს შრომის უსაფრთხოების ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგები, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. განხილული იყო თემები: სიმაღლეზე მუშაობა, ვარდნისგან დამცავი სისტემები, სამაშველო გეგმა და ინსპექტირება, რისკების შეფასება, ინციდენტების მოკვლევა და სხვა.
‘’დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების კულტურის ამაღლება.
‘’დიო’’-ში ტრენინგები კომპანია ‘’საფკო’’-მ ჩაატარა, რომელიც ბაზარზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით უკვე 12 წელია ოპერირებს.
‘’დიო’’ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მსგავს ტრენინგებს მუდმივად ატარებს.