,,დიო’’-ს მხარდაჭერით პირველად საქართველოში Google-ის საერთაშორისო პროექტი Start-up Weekend Youth გაიმართა.
ღონისძიების სპონსორი და ჟიურის წევრი იყო ,,დიო’’-ს აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი, რომელმაც გამარჯვებული გუნდის წევრები დააჯილდოვა.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინოვაციური, შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს მომავალში ბიზნეს სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ღონისძიება სკოლა XXI საუკუნეში, 15-17 ივნისს გაიმართა. 3 დღის განმავლობაში მოსწავლეები მენტორებთან ერთად ცდილობდნენ თავიანთი სტარტაპ იდეები ჩამოეყალიბებინათ, საბოლოო შედეგი კი მათ პრეზენტაციის სახით ჟიურის წარუდგინეს. პროექტში სხვადასხვა სკოლის 80 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
,,დიო’’ მუდმივად ზრუნავს და ჩართულია ახალგაზრდების განვითარების პროექტებში.