ქ. თბილისის #46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით კუს ტბაზე მარათონი გაიმართა.
გარბენში მონაწილეობა 120-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო თბილისის 20 საჯარო სკოლიდან.
ღონისძიების მსვლელობისას კუს ტბაზე მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას გადაეცემა.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო კომპანია „დიო“.
,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა, გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და პრიზებით დააჯილდოვა.
,,დიო მუდმივად მხარს უჭერს მსგავსს პროგრამებსა და ინიციატივებს, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია’’ - კომპანია ,,დიოს’’ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი.
მარათონი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და თბილისის მოზარდთა სახლთან პარტნიორობით.