Logo
სიახლეები
C S R
თბილისი მარათონი 2016

თბილისი მარათონი 2016

2016 წლის 23 ოქტომბერს  ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას კომპანია ,,დიო’’-ც შეუერთდა.


კომპანია "დიო"-მ "თბილისი მარათონს" სხვა კომპანიებთან ერთად  სპონსორობა გაუწია, მიიღო მონაწილეობა 10 კმ-იან გარბენში, სადაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საქველმოქმედო ღონისძიებაში დიდი წვლილი შეიტანა. 


 „თბილისი მარათონი“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.


‘’თბილისი მარათონ"-ზე 1200 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის ტურისტები და ბავშვები. რეგისტრაციიდან შემოსული თანხა საქართველოში  ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდა.

 

23
ოქტ
2016
phone