1 დეკემბერს კონფერენციის ფარგლებში კომპანია ,,დიო''-მ ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიიღო. ბიზნეს კომპანიებმა 2017 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინეს. პრეზენტაციების შემდგომ კი ხელმოწერის ცერემონია გაიმართა; სადაც კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით მუშაობა სურთ, ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერეს.
ქალთა გაძლიერების პრინციპები არის გაეროს გლობალური შეთანხმების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც კომპანიებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისკენ მოუწოდებს სამი მიმართულებით:
1. დასაქმების ადგილზე (კომპანიის შიგნით),
2. ბაზარზე ( კონტრაქტორებთან უერთიერთობის ფარგლებში) და
3. საგოგადოებაში (სოციალური პროექტები).
პრინციპებზე ხელმოწერით კომპანი ,,დიო'' იღებს ვალდებულებას აღნიშნული სამი მიმართულებით და შვილი პრინციპის შესაბამისად აქტივობები განახორცილოს.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ბიზნეს სექტორში, ბაზარზე და საზოგადოებაში ,,სიდას'' საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ქალთა ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.