ადგილობრივი ბაზრის ლიდერმა კომპანია „დიო“-მ , წარმატებით ჩაატარა „ენერგოეფექტური არქიტექტურის კონფერენცია 2025“. ღონისძიება, რომელიც გაიმართა „დიო“-ს არქიტექტორთა კლუბის ეგიდით, მიზნად ისახავდა ქართველი არქიტექტორების, ინჟინრებისა და დეველოპერების დაკავშირებას ევროპულ ინოვაციებთან.

კონფერენციის მთავარი თემები
ფორუმზე განხილვის ცენტრალური თემა იყო: ინოვაციური კარ-ფანჯრის და
მზისგან საჩრდილობელი სისტემები მაქსიმალური ენერგოეფექტიანობისთვის.
• საერთაშორისო პარტნიორები: კონფერენციას ესწრებოდნენ Aluprof-ისა
და Aluplast-ის წარმომადგენლები. Aluprof-ის გუნდმა (Sabina Gustof და Andriy
Tsyganok) ისაუბრა ალუმინის სისტემების როლზე უკეთესი არქიტექტურის
შექმნაში, ხოლო Aluplast-მა (Stanislaw Lisowski) წარადგინა Energeto Neo –
სისტემა, სადაც დიზაინი ხვდება ტექნოლოგიას.
• ადგილობრივი ხედვა: ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი
აბულაშვილი (საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ),
რომელმაც მიმოიხილა საქართველოში არსებული გამოწვევები და
საკანონმდებლო ცვლილებები.
„დიო“-ს როლი და ლიდერობა
„დიო“-ს გრძელი ისტორია მუდმივი განვითარების დასტურია. კომპანია, რომელიც
მომავალ წელს 30 წლიან იუბილეს აღნიშნავს დღემდე ინარჩუნებს სფეროს ლიდერის პოზიციას.
• მასშტაბი: „დიო“ ოთხ ქალაქშია წარმოდგენილი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი,
თელავი ) და ფლობს საწარმოებს ქუთაისსა და თბილისში.
• პროდუქცია: კომპანია მომხმარებელს 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს
სთავაზობს, რაც მოიცავს როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის სრულ
სისტემებს.
• ხარისხი: კომპანია ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის
ISO 9001:2015 სერტიფიკატებს.
„დიო“ მიზნად ისახავს, მომავალშიც განაგრძოს ინოვაციური, თანამედროვე
ევროპული ტენდენციების დამკვიდრება ჩვენს ბაზარზე, რათა ქართული
მშენებლობა სრულად აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს