Logo
სიახლეები
გამოფენები & მიღწევები
„დიო“ ყველაზე ინფორმაციული სტენდის გამარჯვებულია!

„დიო“ ყველაზე ინფორმაციული სტენდის გამარჯვებულია!

„ექსპო ჯორჯიაში“ 20-22 მაისს მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build“ გაიმართა. კომპანია „დიო“-მ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და იქ მოსულ სტუმრებს, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარ სტენდზე ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა პროდუქცია წარუდგენა, ამავდროულად გამოფენაში მონაწილე კომპანიებს შორის ნომინაცია - ყველაზე ინფორმაციული სტენდის ჯილდოს მფლობელიც გახდა.

Caucasus Build-ზე კომპანიამ საზოგადოებას კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად ახალი პროდუქტებიც გააცნო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ  წარმოდგენილ ნიმუშებზე დეტალური კონსულტაცია მიეღოთ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებაში მონაწილეობა და პროდუქციის წარმოდგენა. ასევე საყურადღებო იყო B2B შეხვედრები, პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრა, რომელიც  მომავალი გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. „დიო“-ს სტენდზე როგორც ყველასათვის ცნობილი, ასევე ახალი პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს კი სრულ ასორტიმენტზე ფასდაკლების 10%-იან ვაუჩერი საჩუქრად გადავეცით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ინფორმაციული სტენდის ჯილდოს მფლობელებიც გავხდით, მართლაც ბევრი ვიშრომეთ, რომ საინტერესო, პროდუქტიული და ინფორმაციული სტენდი წარმოგვედგინა.

ვფიქრობთ შენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენამ ნაყოფიერად ჩაიარა, ასევე გვახარებს, რომ უამრავი ადამიანი ჩვენი პროდუქციით დაინტერესდა“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „დიო“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას უკვე 26 წელია იკავებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი, ინოვაციური პროდუქცია შესთავაზოს.

„დიო“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველთვის სიამოვნებით იღებს.

 

24
მაი
2022
phone