(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
„დიო“ სამშენებლო მასალების სფეროში გამართულ B2B ღონისძიების მონაწილეა

„დიო“ სამშენებლო მასალების სფეროში გამართულ B2B ღონისძიების მონაწილეა

14 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ „ქართული სამშენებლო მასალები 2021 B2B შეხვედრა: ,,ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართა, სადაც კომპანია „დიო“-მ მონაწილება მიიღო და სხვადასხვა კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობას ხელი შეუწყო.

შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო.

 „ღონისძიება ნამდვილად საინტერესოდ წარიმართა. ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერების B2B შეხვედრამ 60-მდე ბიზნეს წარმომადგენელს ერთმანეთთან პარტნიორობების დამყარების შესაძლებლობა მოგვცა.  მოხარული ვარ, რომ შევხვდით როგორც ნაცნობი ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე მათ, ვისთანაც საქმიანი გადაკვეთის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრვი ეკონომიკის განვითარების  მიზნით, რათა ძალიების გაერთიანებით - პარტნიორობა ძლიერდება.“ აცხადებს კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი - თამაზ დაუშვილი

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული გახლდათ ევრკოვშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლასტერები განვითარებისათვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი - თამაზ დაუშვილი „კლასტერები განვითარებისათვის“ თავმდჯომარეა და მუმდივად გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი შინაარსისა და პერსპექტივის მქონდე შეხვედრებში ჩართულობასა და მონაწილეობის კუთხით.

14
დეკ
2021
phone